Thursday, October 26, 2017

ქანდაკებები

ქანდაკება, სკულპტურა

სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით ან ძერწვით. თვითონ ეს ნაწარმოებებიც (სტატუები, ბიუსტები, რელიეფები და ა.შ.) ასევე იწოდებიან სკულპტურად. 


გამოყოფენ ორი სახის ქანდაკებას. ესენია: მრგვალი ქანდაკება, რომელიც გამიზნულია ყველა მხრიდან აღსაქმელად და რელიეფი, რომელშიც მოცულობითი გამოსახულება სიბრტყეზე მდებარეობს. 


ჟანრების მიხედვით ქანდაკება იყოფა პორტრეტულ, ყოფით (ჟანრულ), ანიმალისტურ, ისტორიულ და ა.შ. სკულპტურული ხერხებით შეიძლება გამოისახოს პეიზაჟი და ნატურმორტი, მაგრამ მოქანდაკისათვის მთავარ ობიექტს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც შეიძლება განასახიეროს მრავალფეროვან ფორმებში. 

ქანდაკება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეა. უძველეს დასახელებათა არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს პატარა ფიგურები გამოკვეთილი ქვისგან, ძვლისა და ხისგან, ასევე გამოძერწილი გამომწვარი თიხისაგან, ძველ ეგვიპტეში კი - ღმერთების, ადამიანების, ცხოველების გიგანტური ქანდაკებები. ქანდაკების განვითარების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიკური ხანა, რომლის ოსტატებმა შექმნეს ქანდაკების კლასიკური ნიმუშები. მათ დაამუშავეს სკულპტურაში მოძრაობის გადმოცემის შესაძლებლობა. მაგ., მირონის „ბადროს მტყორცნელში“ (V ს. ძვ.წ.-ით) გამოსახულია მოძრაობის კულმინაციური მომენტი.
შუა საუკუნეების ქანდაკება, ძირითადად, რელიგიურ ხასიათს 
ატარებს. ინტერესი რეალური ადამიანისადმი, მისი შინაგანი, სულიერი, ემოციური მდგომარეობის გადმოცემისადმი კვლავ გამოიკვეთა აღორძინების ხანაში. საოცარი სიღრმითა და დამაჯერებლობით განახორციელა ეს იდეა მიქელანჯელომ, ანტიკური ხანის ხელოვნებამ შთააგონა კლასიციზმის ეპოქის (XVIII-XIX სს.) სკულპტორები. მნიშვნელოვანი მოვლენა სკულპტურის განვითარებაში იყო როდენის შემოქმედება, რომელიც თავის ქმნილებებში იმპრესიონისტების მხატვრული იდეების გამოხატვას ცდილობდა. XX ს-დან სკულპტურის განვითარებაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. შეინიშნება არატრადიციული მეთოდებისა და მასალების გამოყენება. გამდიდრდა თემატიკა. შემთხვევითი არ იყო, რომ ქანდაკებით დაინტერესდნენ გოგენი, დეგა, მატისი, მოდილიანი. ქართული პროფესიული ქანდაკების ფუძემდებელია იაკობ ნიკოლაძე. 

ქართული რეალისტური ქანდაკების სათავეებთან იდგა აგრეთვე მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი. ქართველ მოქანდაკეთა (ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, ზ. წერეთლისა და სხვ.) საუკეთესო ქმნილებები არა მხოლოდ ეროვნული კულტურის მონაპოვარია. 



„ექსპანსია“, პეიჯ ბრედლი - ნიუ იორკი, აშშ




 https://berdznulimitologia.wordpress.com/category/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
 ძველი დროის მხატვარ–მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეკავა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით.
მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით–კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება–შეკავშირებას.
33მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე–სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს  არასოდეს არ მოვლინებია. თითოეული მნახველი, კაცი თუ ქალი, განცვიფრებით შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალის – გალათეას ქანდაკებას და ასე ეგონა, აი, საცაა ხმას ამოიღებს ეს უმშვენიერესი ქმნილება და თავისი ადგილიდან დაიძვრისო. თითოეული მნახველი უხმოდ, უსიტყვოდ იდგა ქანდაკების წინაშე და ერთ წუთსაც თვალს ვერ აშორებდა დიდებული ნაწარმოების დიად სიმშვენიერეს. ახალგაზრდა ქალის სურათი ისე ცხოველმყოფელი, ისე თვალისა და გულის წარმტაცი იყო, რომ სრულიად გავიწყდებოდათ, უსულო ქანდაკებას შეჰყურებდით, თუ სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე ახალგაზრდა ქალს. თვით დიდებული მხატვარიც კი აღტაცებაში მოდიოდა თავისი ნაწარმოების სიმშვენიერით და განსაზღვრულად ტკბებოდა დიადი სურათის ცქერით.
33პიგმალიონი მთელი დღე გარს უვლიდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და დროგამოშვებით ეჭვიც კი ებადებოდა, ცოცხალი ქალის სურათის ხილვით ტკბებოდა, თუ სპილოს ძვლებიდან გამოქანდაკებული უსულო ქმნილებით. მხატვარი დიდის მოკრძალებით შეეხო ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, თითქოს სპილოს ძვლების მაგივრად ხორცშესხმულ, სიცოცხლით და ძალღონით სავსე ახალგაზრდა ქალს ხელის შეხებით ეხმატკბილებოდა. მხატვრის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. პიგმალიონს ასე ეჩვენებოდა, თითქოს ახალგაზრდა ქალი კიდევაც ტკბებოდა და ნაზად ესაუბრებოდა. პიგმალიონმა, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, უხვად შეამკო ახალგაზრდა ქალის ქანდაკება სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილითა და თაიგულებით. ძვირფასი მდიდრული ტანსაცმლით შემოსა ახალგაზრდა მხატვარმა ქანდაკების სხეული, ხელების თითები ერთიანად მოუჭედა ძვირფასთვლებიანი ბეჭდებით და ლამაზად მოღერებული ყელი კი ასეთივე თვლებით მოჭედილი ფარღულით.
33კუნძულ კვიპროსის ქუჩებს სადღესასწაულო სახე მიეღო. ყველანი მორთულ–მოკაზმულიყვნენ და ქალღმერთ აფროდიტეს საკურთხევლისაკენ მიეშურებოდნენ მსხვერპლის შესაწირად.
კვიპროსელები ამ დღეს ქალღმერთ აფროდიტეს სახელწოდების დღეს დღესასწაულობდნენ. სხვა მრავალ მლოცველს შორის აფროდიტეს საკურთხევლის წინაშე პიგმალიონიც წარსდგა და მოკრძალებით, მაგრამ გულმხურვალედ შესთხოვა ქალღმერთს: „მოწყალეო ქალღმერთო! თუ ყოვლის შემძლე ღმერთი ხარ, მოიღე მოწყალება და ჩემს მეუღლედ დასახე ის ახალგაზრდა ქალი…“ – დიდებულ მხატვარს უნდოდა ეთქვა ცოლად დამისახე ის ქალი, რომელიც სპილოს ძვლებიდან გამოვაქანდაკეო, მაგრამ ამის გამოთქმა ვერ გაბედა. ბოლოს, როგორც იქნა, თუმცა დიდის გაჭირვებით, პიგმალიონმა ასე დაამთავრა თავისი გულწრფელი ვედრება: „ჩემს მეუღლედ დასახე ჩემი ქანდაკებისავე მსგავსი ქალი“. ქალღმერთმა აფროდიტემ შეისმინა პიგმალიონის გულმხურვალე ვედრება და ნიშნად თავისი ღვთაებრივი მოწყალებისა სამჯერ ააღვივა ცეცხლი საკურთხეველზე.
33მსხვერპლის შეწირვის შემდეგ დიდებული მხატვარი შინ დაბრუნდა. პიგმალიონი თვალმოუშორებლივ შესცქეროდა თავის სათაყვანო ახალგაზრდა ქალის საუცხოო ქანდაკებას და უსაზღვრო აღტაცებაში მოდიოდა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! სპილოს ძვლებისაგან გამოქანდაკებულ დიდებულ სურათს სხოველმყოფელი სხეული შეუსხამს, ახალგაზრდა ქალი ტკბილად, საოცნებო ხმით მიესალმა მხატვარს და ლმობიერად ხელი გაუწოდა. პიგმალიონს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ მის წინაშე ხორცშესხმული ახალგაზრდა ქალი იდგა, იგი კიდევ ეჭვის თვალით შეჰყურებდა, ეგების თვალი მატყუებს და ვცდებიო. მაგრამ დახეთ პიგმალიონის აღტაცებას, როცა იგი ნამდვილად დარწმუნდა, რომ სრულებითაც არ ცდებოდა. დიდებულმა მხტვარმა ლმობიერადვე და მეგობრულად გაუწვდინა თავისი მადლიანი ხელი ახალგაზრდა ქალს და გულმხურვალედ შესთხოვა სამუდამოდ დამეგობრებოდა, განუსაზღვრელი და გულწრფელი სიყვარულის ნიადაგზე საფლავის კარამდე მჭიდროდ შეკავშირებულიყვნენ.
დიახ, ნათქვამია, სული სულს იცნობს და გული გულსაო, და მართლაც ასე მოხდა. პიგმალიონმა სულ მოკლე ხანში დიდებული, ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა. მრავალ მოპატიჟებულ სტუმარს შორის ქალღმერთ აფროდიტეს უპირველესი ადგილი ეჭირა. ყველანი დიდის აღტაცებით და დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ქალის ბედნიერებას, ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახალგაზრდა მხატვარს ასეთ სიმშვენიერესთან სულიერად დაკავშირებას.
დიახ! მეტად დიდებული და ბრწყინვალე იყო ეს ქორწილი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ გალათეას სიმშვენიერეს, რადგან ეს მშვენიერება, ეს კალმით აღუწერელი სილამაზე დიდებული მხატვრის დიადი ნიჭის მადლიანი ნაწარმოები იყო.





მსოფლიო მხატვრობა

კონსტანტ ტრაიონი (Constant Trayon 1810-1865) ფრანგი მხატვარი, დაიბადა პარიზთან ახლოს სევრში. იყო პეიზაჟისტი და ანიმალისტი, ბარბიზონული სკოლის წარმომადგენელი.
🔺კონსტანტი 21 წლის ასაკში იწყებს პეიზაჟების ხატვას. მისი მასწავლებელი იყო კამილ ჟოზეფ როკპლანი, რომელთანაც გაიცნო ბარბიზნული სკოლის წარმომადგენლები. 1846 წელს ჰააგაში ჩასულმა ტრაიონმა ნახა პაულიუს პოტერის ტილო – ,,ახალგაზრდა ხარი”, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა… ჰოლანდიაში შეისწავლიდა რემბრანდტის შემოქმედბას და დაიწყო ახალ სტილში ხატვა, ანუ – ცხოველების გამოსახულებების, რითიც მსოფლიომ გაიცნო.
🔺საუკეთესო ნამუშევრები შექმნა 1850-1864 წლებში. 1865 წელს, 55 წლის ასაკში სულიერი აშლილობისგან გარდაიცვალა. არ ჰყოლია საკუთარი ოჯახი, შესაბამისად არ დარჩა მემკვიდრეც… კონსტანტის გარდაცვალების შემდეგ, დედამისმა დააწესა ტრაიონის პრემია, რომელსაც პარიზის სამხატვრო სკოლაში, საუკეთესო ანიმალისტური ნაშრომისთვის ანიჭებენ დამწყებ მხატვრებს… ტრაიანი დაკრძალულია პარიზში, მონტმარტრის კუთხეში. 









ეტორე ტიტო (Ettore Tito – 1859-1941) იყო ცნობილი იტალიელი მხატვარი, რომელმაც სახელი გაითქვა მისი ეპოქის თანამედროვე ცხოვრების აღწერითა და ვენეციის ლანდშაფტის ნახატებით.

🔺ეტორე ტიტო დაიბადა 1859 წლის 17 დეკემბერს, ნაპოლისთან ახლოს სოფელ კასტელამარიში. მისი დედა ლუიჯია ნოველო ტიტო ვენეციელი იყო და როცა ეტორე ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ვენეციაში გადავიდა. ეტორემ ხატვისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოიჩინა, თავიდან მას ჰოლანდიელი მხატვარი სესილ ვან ჰანენი ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი 12 წლის ასაკში ის ვენეციის ,,Belle Arti-ს სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც პომპეო მარინო მოლმენტი წრთვნიდა და 17 წლის ასაკში კურსდამთავრებულის დიპლომიც აიღო. პირველ წარმატებას 1887 წელს მიაღწია, როცა ვენეციის ,,ნაციონალურ სამხატვრო ექსპოზიუმზე“ მისმა ნახატმა ,, Pescheria vecchia a Veneziaგაიმარჯვა, რომელიც ამჟამად რომის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა (თუმცა, სამწუხაროდ, ნახატზე ხელი არ მიგვიწვდება).
🔺1894-დან 1927 წლამდე იყო ,,Belle Arti”-ს სამხატვრო აკადემიის პროფესორი . 1915 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ ,,პანამა-წყნაროკეანურ საერთაშორისო გამოფენაზე“  დაჯილდოვდა მთავარი პრიზით. 1926 წელს კი იტალიის სამეფო აკადემიის წევრი გახდა.
🔺ეტორე ტიტო 81 წლის ასაკში, 1941 წლის 26 იანვარს ვენეციაში გარდაიცვალა, ქალაქში სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

დევიდ ტენირს უმცროსი

🔺დევიდ ტენირს უმცროსი ( David Teniers The Younger – 1610-1690) 1610 წლის 15 დეკემბერს ანტვერპენში დაიბადა. ის იყო ფლამანდრიული სკოლის ერთერთი ყველაზე ნაყოფიერი წარმომადგენელი, პოპულარობით არ ჩამოუვარდებოდა თანამემამულეებს რუბენსსა და ვან დეიკს. ის დახელოვნებული იყო გლეხური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებისა და ერცჰერცოგ ლეოპოლდის სურათების გალერეის ხატვაში, სადაც დირექტორის თანამდებობა ეკავა.
🔺ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, იმ დროისთვის გავრცელებულ, თითქმის, ყველა ჟანრში მოსინჯა საკუთარი ძალები, მაგრამ სახელი და დიდება გლეხური ცხოვრების ასახვამ მოუტანა… 1651 წელს დათანხმდა შემოთავაზებას და გახდა ბრიუსელის სამეფო კარის მხატვარი… 1690 წლის 25 აპრილს კი ბრიუსელშივე გარდაიცვალა…



ქანდაკებები

ქანდაკება, სკულპტურა სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმ...