Thursday, October 26, 2017

მსოფლიო მხატვრობა

კონსტანტ ტრაიონი (Constant Trayon 1810-1865) ფრანგი მხატვარი, დაიბადა პარიზთან ახლოს სევრში. იყო პეიზაჟისტი და ანიმალისტი, ბარბიზონული სკოლის წარმომადგენელი.
🔺კონსტანტი 21 წლის ასაკში იწყებს პეიზაჟების ხატვას. მისი მასწავლებელი იყო კამილ ჟოზეფ როკპლანი, რომელთანაც გაიცნო ბარბიზნული სკოლის წარმომადგენლები. 1846 წელს ჰააგაში ჩასულმა ტრაიონმა ნახა პაულიუს პოტერის ტილო – ,,ახალგაზრდა ხარი”, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა… ჰოლანდიაში შეისწავლიდა რემბრანდტის შემოქმედბას და დაიწყო ახალ სტილში ხატვა, ანუ – ცხოველების გამოსახულებების, რითიც მსოფლიომ გაიცნო.
🔺საუკეთესო ნამუშევრები შექმნა 1850-1864 წლებში. 1865 წელს, 55 წლის ასაკში სულიერი აშლილობისგან გარდაიცვალა. არ ჰყოლია საკუთარი ოჯახი, შესაბამისად არ დარჩა მემკვიდრეც… კონსტანტის გარდაცვალების შემდეგ, დედამისმა დააწესა ტრაიონის პრემია, რომელსაც პარიზის სამხატვრო სკოლაში, საუკეთესო ანიმალისტური ნაშრომისთვის ანიჭებენ დამწყებ მხატვრებს… ტრაიანი დაკრძალულია პარიზში, მონტმარტრის კუთხეში. 









ეტორე ტიტო (Ettore Tito – 1859-1941) იყო ცნობილი იტალიელი მხატვარი, რომელმაც სახელი გაითქვა მისი ეპოქის თანამედროვე ცხოვრების აღწერითა და ვენეციის ლანდშაფტის ნახატებით.

🔺ეტორე ტიტო დაიბადა 1859 წლის 17 დეკემბერს, ნაპოლისთან ახლოს სოფელ კასტელამარიში. მისი დედა ლუიჯია ნოველო ტიტო ვენეციელი იყო და როცა ეტორე ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ვენეციაში გადავიდა. ეტორემ ხატვისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოიჩინა, თავიდან მას ჰოლანდიელი მხატვარი სესილ ვან ჰანენი ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი 12 წლის ასაკში ის ვენეციის ,,Belle Arti-ს სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც პომპეო მარინო მოლმენტი წრთვნიდა და 17 წლის ასაკში კურსდამთავრებულის დიპლომიც აიღო. პირველ წარმატებას 1887 წელს მიაღწია, როცა ვენეციის ,,ნაციონალურ სამხატვრო ექსპოზიუმზე“ მისმა ნახატმა ,, Pescheria vecchia a Veneziaგაიმარჯვა, რომელიც ამჟამად რომის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა (თუმცა, სამწუხაროდ, ნახატზე ხელი არ მიგვიწვდება).
🔺1894-დან 1927 წლამდე იყო ,,Belle Arti”-ს სამხატვრო აკადემიის პროფესორი . 1915 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ ,,პანამა-წყნაროკეანურ საერთაშორისო გამოფენაზე“  დაჯილდოვდა მთავარი პრიზით. 1926 წელს კი იტალიის სამეფო აკადემიის წევრი გახდა.
🔺ეტორე ტიტო 81 წლის ასაკში, 1941 წლის 26 იანვარს ვენეციაში გარდაიცვალა, ქალაქში სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

დევიდ ტენირს უმცროსი

🔺დევიდ ტენირს უმცროსი ( David Teniers The Younger – 1610-1690) 1610 წლის 15 დეკემბერს ანტვერპენში დაიბადა. ის იყო ფლამანდრიული სკოლის ერთერთი ყველაზე ნაყოფიერი წარმომადგენელი, პოპულარობით არ ჩამოუვარდებოდა თანამემამულეებს რუბენსსა და ვან დეიკს. ის დახელოვნებული იყო გლეხური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებისა და ერცჰერცოგ ლეოპოლდის სურათების გალერეის ხატვაში, სადაც დირექტორის თანამდებობა ეკავა.
🔺ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, იმ დროისთვის გავრცელებულ, თითქმის, ყველა ჟანრში მოსინჯა საკუთარი ძალები, მაგრამ სახელი და დიდება გლეხური ცხოვრების ასახვამ მოუტანა… 1651 წელს დათანხმდა შემოთავაზებას და გახდა ბრიუსელის სამეფო კარის მხატვარი… 1690 წლის 25 აპრილს კი ბრიუსელშივე გარდაიცვალა…



No comments:

Post a Comment

ქანდაკებები

ქანდაკება, სკულპტურა სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმ...